- ახალი მედია და ტექნოლოგიები ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოებაში და მათი როლი სახელმწიფოს მედეგობის გაუმჯობესებაში;
- ყოველდღიურ ცრუ ამბებთან დაპირისპირება: როგორ გავუმკლავდეთ შეთქმულების თეორიების მასიურ ტალღას;
- ფართო სამოქალაქო საზოგადოების როლი სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის გაუმჯობესებასა და მტრულ ნარატივთან გამკლავებაში; აკადემიის როლი პროპაგანდასა და დეზინფორმაციასთან გამკლავებაში;
- როგორ დავიცვათ საინფორმაციო სივრცე არჩევნების დროს: საერთაშორისო გამოცდილება საქართველოსთვის;
- საქართველოს ეროვნული სტრატეგიული ნარატივის ჩამოყალიბება და საერთაშორისო გამოცდილება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ჩვენ მივესალმებით მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე მყოფ აპლიკანტებს, დოქტორანტებსა და შესაბამისი რელევანტური მიმართულების დოქტორებს. ბაკალავრიატის საფეხურზე მყოფი სტუდენტების განაცხადები არ მიიღება;
- ჩვენ მივესალმებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, აკადემიურ, კვლევით ინსტიტუტებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს; ასევე მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მომუშავე პროფესიონალებს;
- განმცხადებელს უნდა ჰქონდეს პოლიტიკის ან/და აკადემიურ კვლევით დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება.
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- CV არაუმეტეს ორი გვერდისა
- უკანასკნელი კვლევითი დოკუმენტის ნიმუში
- საკვლევი თემის აბსტრაქტი აბსტრაქტის მოთხოვნები:
- განმცხადებელმა ნათლად უნდა გამოკვეთოს პრიორიტეტული თემებიდან რომელზე გეგმავს მუშაობას. შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ორ თემაზე.
- განმცხადებელმა ნათლად უნდა წარმოადგინოს კვლევის მეთოდოლოგიის დიზაინი (როგორ გეგმავს კვლევის ჩატარებას);
- აბსტრაქტი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას;
- აბსტრაქტი უნდა იყოს წარმოდგენილი ქართულ ენაზე;
კონკურსის პირობებში გაიცემა არაუმეტეს 5 სტიპენდიისა. თითოეული სტიპენდიანტი მიიღებს 2,000 ლარს. ხუთივე პრიორიტეტულ საკითხზე შეირჩევა სხვადასხვა ავტორი. საბოლოო დოკუმენტის მოცულობა შეადგენს 20-25 გვერდს. მოთხოვნილი დოკუმენტები და აბსტრაქტი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:
vacancy@gcsd.org.ge;
გთხოვთ აბსტრაქტში მიუთითოთ Stratcom Fellowship. აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 23 მარტი.